ანოტაცია: დაახლოებით ორსაუკუნოვანი მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზში, წინა აზიის ვრცელ ტერიტორიაზე, დაახლოებით ექვსი-ხუთი ათასი წლის წინ, არსებობდა უცნობი და იდუმალი კულტურა; რომ ამ კულტურის შემქმნელი ხალხი, არც ენობრივად და არც გენეტიკურად, არ ჰგავდა მეცნიერთათვის ნაცნობ სხვა ხალხებს – ისეთებს, როგორებიც არიან ინდოევროპელები, სემიტები, თურქ-მონგოლები.