ანოტაცია: ძვირფასო მკითხველო, ამ წიგნში შენ წაიკითხავ საინტერესო ამბებს დიდ ქართველ მწერალსა და კინორეჟისორზე – გოდერძი ჩოხელზე. იგი საქართველოს ულამაზეს კუთხეში – გუდამაყარში დაიბადა, იქ გაატარა ბავშვობა, ფერად-ფერადი ყვავილებით მორთულ ფერდობებზე დარბოდა თავის ტოლებთან ერთად და ეფერებოდა ბალახს, ჩიტებს, შავ არაგვს, თოვლის ფიფქებს...