ანოტაცია: ამ წიგნიდან გაიცნობთ ვაჟას… მწერალს, რომელსაც დალხენილად არ უცხოვრია – მთელი სიცოცხლე მძიმედ შრომობდა და იბრძოდა არსებობისთვის; უნდოდა თბილისში ყოფნა, მაგრამ არ გამოუვიდა; გული სწყდებოდა ბევრ რამეზე, მაგრამ არაფერს თმობდა ანგარებისთვის. ეს წიგნი დაგარწმუნებთ, რომ ეს ბუმბერაზი მწერალი იყო ჩვეულებრივი ძმა, მამა და ქმარი – სავსე მზრუნველობით, დარდითა და სიფიცხით.