ანოტაცია: სიცოცხლე ნამდვილად სიურპრიზებით არის სავსე. აბა, რას იფიქრებდა უბრალო, გაჭირვებულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, რომ გავიდოდა დრო და მსოფლიო გაიცნობდა, თანაც არამხოლოდ გაიცნობდა, არამედ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდებოდა. „თუ ფრთების გარეშე დაიბადეთ, სამომავლოდ მაინც ნუ შეუშლით ხელს მათ გაზრდას!“ _ ამ სიტყვებს, ხშირად იმეორებენ მისივე თაყვანისმცემლები.