ანოტაცია: ევრიპიდეს შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოს სიყვარულის თემას ეძღვნება. და, ალბათ, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენამდე შემორჩენილი თითქმის ყველა პიესა შექმნილია პელოპონესოსის ომის პერიოდში (ძვ.წ. 431-404 წწ.). ეს იყო ათენსა და სპარტას შორის დაძაბული და ხანგრძლივი ბრძოლა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ძველი ელადის ცხოვრების ყველა სფეროზე.ევრიპიდეს თეატრიდან მუდამ ისმოდა სამშობლოს ძალმოსილების მოსურნე დრამატურგის ხმა. ამ განცდით არის დაწერილი ტრაგედია „მავედრებელი ქალები“.