ანოტაცია: წიგნში წარმოდგენილია სოფოკლეს ოთხი ტრაგედია. როდესაც ძვ.წ. 406 წელს 90 წლის სოფოკლე ათენის მიწას მიებარა,ათენელებმა მისი კულტი დააწესეს თავიანთ ქალაქში და ისევე სცემდნენ თაყვანს, როგორც თავიანთ მფარველ ღვთაებას.პოეტის ამგვარი გაღმერთება ერთობ იშვიათი იყო ძველ საბერძნეთში.ასეთი ხვედრი მხოლოდ რამდენიმე პოეტს ერგო წილად: ჰომეროსს, არქილოქოსსა და ესქილეს.სოფოკლეს ეს პატივი იმიტომ მიაგეს,რომ იგი თავისი ღრმა რელიგიურობითა და შემოქმედებით ფრიად გამორჩეული და განსაკუთრებული პიროვნება იყო ბერძენთათვის.