ანოტაცია: ელინური სამყაროს დრამატურგთა დიდებულ სამეულში ევრიპიდე ქალთა სახეების ვირტუოზული წარმოჩენით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით ,,მედეა" განუმეორებელია, რადგანაც მის ხასიათში მთელი სიმძაფრით აისახა თავად ავტორის მისწრაფება, რაც შეიძლება ღრმად შეეღწია ადამიანის სულიერ სამყაროში და შეეძრა იგი. ქალთა სახეების გალერეაში მედეა დამკვიდრდა არა თავისი სიწმინდითა და სათნოებით, არამედ ხასიათის სიძლიერით.