ანოტაცია: თუ ულამაზესი ესპანური ენის შესწავლას აპირებ, ან უკვე შეუდექი სწავლას, მაგრამ გამართულად ვერ საუბრობ, ქართულ-ესპანური სასაუბრო დაგეხმარება ნებისმიერ თემაზე შეძლო საუბარი. შესავალში გაეცანი კითხვის წესებს, საჭირო ფრაზებისა და კითხვა-პასუხის დამახსოვრებას კი ილუსტრაციები გაგიადვილებს. ამის შემდეგ, თამამად გადაკვეთე სტუმართმოყვარე ესპანეთის საზღვარი, იმოგზაურე და გაიჩინე მეგობრები ქვეყანაში, სადაც ყოველი ჩასვლისას ახალი აღმოჩენები და კულტურული შოკი გელოდება. ბედნიერი მოგზაურობა!