ანოტაცია: დანიელი ავტორის, კნუდ რომენის სადებიუტო ავტობიოგრაფიული რომანი, დედისერთა ბავშვის შესახებ,რომელიც იზრდება 1960-იანი წლების ნიუკობინგ ფალსტერში შიზოფრენიით დაავადებულ გერმანელ დედასა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მამასთან ერთად. რომანი მოგვითხრობს,თუ როგორ აღიქვამს სოციალურ გარიყულობასა და მრტოობას მხუთავ პროვინციულ ქალაქში ბავშვი, რომელიც ფანტაზიისა და სიცოცხლის წყურვილის მეშვეობით საკუთარ სამყაროს ქმნის,რათა თავი დააღწიოს არსებულ კოშმარს და იპოვოს საკუთარი გზა სამყაროში.