ანოტაცია: ამ მომხიბლავ, ილუსტრირებულ წიგნს
მოჰყვება საჩუქარი პატარა პრინცესასთვის!
ფერიების პრინცესა ლილუ და მისი მეგობრები თვალებს არ უჯერებენ: კუდიან ალბას თავის ბაღში შვლის ნუკრი დაუტყვევებია! ღამით, როცა გაჯავრებული კუდიანი სასახლის გარშემო დაქრის, პრინცესა ლილუ აღმოაჩენს, რომ დახმარება მხოლოდ საყვარელ შვლის ნუკრს კი არა,
კუშტ კუდიანსაც სჭირდება...