ანოტაცია: ... და შენ წინაშეა ცნობისმოყვარე, ხალისიანი, კეთილი და მამაცი გუნდა! უჰ, რა თავგადასავალი გელის?! მაშ ასე, ზამთრის ერთ თოვლიან და მშვენიერ დღეს ჩვენი ქუნქულა გუნდა, არც მეტი, არც ნაკლები, აფრიკაში აღმოჩნდა! გუნდა აფრიკაშიო? ფიქრობ, რომ ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი, შეუძლებელია?.. მოდი, გადაშალე ეს საინტერესო და ლამაზად ილუსტრირებული წიგნი და თავად გაიგე შენს კითხვებზე პასუხები, რაც მთავარია, დაემგზავრე გუნდას დიდ მოგზაურობაში - აფრიკამდე და უკან.