ანოტაცია: რა ხდება, როცა ძლევამოსილი მეფის ნანატრი ვაჟი, ანუ უფლისწული იბადება? წესით, მეფის შვილი ბედნიერი, უზრუნველი და საკუთარი ბედით კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა, თუ საქმეში ქალი-მზარეული, ქალი-ფეიქარი და ბაბარიხა ჩაერევიან, დიდი შანსია, თვით უფლისწულის ბედის ჩარხიც უკუღმა დატრიალდეს. ამ წიგნში მამა-შვილის, მეფე სალთანისა და უფლისწულ გვიდონის, ზღაპრულ თავგადასავალს წაიკითხავ. ბოროტი ქალების წყალობით, გვიდონს დაბადების წუთიდან განსაცდელი დაატყდა თავს - ის და დედამისი ხის ვეება კასრში გამოამწყვდიეს.