ანოტაცია: „ხელებით კოცნა გავუგზავნე, მან კი ოთახში შემომინათა და დამპირდა, ყოველ საღამოს შემოგივლი, როდესაც უცხო ქვეყანას მოვინახულებო“ – მთვარის ამ პირობით იწყება ჰ. ქ. ანდერსენის წიგნი „სურათებიანი წიგნი სურათების გარეშე – რა მიამბო მთვარემ“, რომელსაც ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა მშობლიურ ენაზე. წინამდებარე წიგნი ბევრ დანიელსაც არ სმენია, არათუ ქართველებს, მაგრამ, მცოდნეთა აზრით, ეს ტექსტი ანდერსენის შედევრთა რიგში ერთ-ერთი გამორჩეულია. თავად მწერალი ნაწარმოებს „ათას ერთ ღამესაც“ ადარებდა ...