ანოტაცია: მე მზე მქვია. საუკუნეებია ცას ვარ გამოკიდებული, ვკაშკაშებ, ვზრდი მცენარეებს, ვათბობ ადამიანებს, ზოგჯერ ვწვავ კიდეც, მაგრამ უჩემოდ მაინც ვერ ძლებენ. ღრუბლებს მოვეფარები თუ არა, ჩემს გამოჩენას ნატრობენ, თაყვანს მცემენ და მაღმერთებენ. ათასგვარ ხელსაწყოს იგონებენ, რომ დამათვალიერონ. ჩემს ამოსვლას აისი, ჩასვლას კი დაისი დაარქვეს. რვა პლანეტა დამტრიალებს თავს. ზოგი მიახლოვდება, ზოგიც მშორდება. გარშემო ყველაფერი იცვლება, მე კი მაინც მუდამ ამოვდივარ ცაზე და დაგცქერით, თუმცა..