ანოტაცია: ზღაპრებს რა გამოლევს. ისინი ყოველთვის გამოიკვლევენ გზას ჩვენკენ – მკითხველებისკენ. მთავარია, ყურადღებით მოვუსმინოთ მშვენიერი სამყაროს გულისცემას, ბუნების ხმებს, ამღერებულ წვიმას… გავიგონებთ, როგორ ეჩურჩულება იის ფურცლები მზის სხივს, მდინარე – თავის პატარა შენაკადებს, ან – ნიავს როგორ მიმოაქვს მთისა და ბარის ამბები. ცის კაბადონზე ღრუბლის ფაფუკი გუნდა მიცურავს. თვალს მიადევნებ, ძალიან უხდებიან ერთმანეთს ცის სილურჯე და ღრუბლის სიქათქათე. უცებ ხედავ, ღრუბელი ჩამკვრივებულ თეთრ თათს გიქნევს.