ანოტაცია: ჩვენი წიგნი ბაჭიების ბედნიერ ოჯახზე გიამბობთ. წაიკითხეთ „ცანცაროვანთა დინასტიის მხიარული ამბები” და მიხვდებით, რომ პატარა კურდღლებს ისევე შეუძლიათ იმეგობრონ, გაერთონ ან დაეხმარონ გასაჭირში ჩავარდნილ მეზობლებს, როგორც ჩვენ, ადამიანებს. ეს წიგნი არის თანადგომასა და სიკეთეზე, შრომისმოყვარეობასა და გონებამახვილობაზე. შეიძლება დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ, როცა ძალიან, ძალიან გინდა რაღაც, შეუძლებელსაც კი შეძლებ!..