ანოტაცია: ერთ ბრძენ გერმანელს, ფრიდრიხ რიუკერტს უთქვამს: მასწავლებლის ამოცანაა, თავი გამოხატოს, მოსწავლისა − თავის გამოძერწვა ისწავლოს. ჩვენს პატარა მინიატიურაში ბევრი კარგი „მასწავლებელია“, თავის გამოხატვას ახერხებენ: ძაღლიც, კატაც, მზეც, დედ-მამაც, დაც და პაპაც... პატარა ტატო კი ნამდვილად ისეთი მოწაფე ჩანს, თავის თავისგან კარგ კაცს გამოძერწავს.