ანოტაცია: გინახავთ, როგორ დარბის ფეხმარდა, რომელსაც ფეხზე უზარმაზარი წისქვილის ქვები აქვს ასხმული? ან წყალიხვრეპია თუ გინახავთ, ზღვა ერთ ყლუპად რომ უნდა დალიოს? ლამაზი გოგონა რომ გაიცინებს, ია-ვარდი სცვივა, ხოლო საოცარი ფასკუნჯი შეიძლება დაგიმეგობრდეს და ქვესკნელიდანაც ამოგიყვანოს!
ეს ქართული ჯადოსნური ზღაპრებია, უძველეს დროს მოთხრობილი და უთვალავ ფერებად გაშლილი – შეაბიჯე თამამად ამ მშვენიერ სამყაროში!