ანოტაცია: ჰანს ქრისტიან ანდერსენი ერთი პატარა დანიური ქალაქის ღარიბ ოჯახში დაიბადა, თუმცა, თავისი ზღაპრებით მალე მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ვინ არ იცის მისი „პატარა სირინოზი,“ „თოვლის დედოფალი“ ან „კალის ჯარისკაცი“... ანდერსენი იმდენად მნიშვნელოვანი საბავშვო მწერალია, რომ საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო დღე ლიტერატურის მოყვარულებმა სწორედ მის დაბადების დღეს, 2 აპრილს დააწესეს.