ანოტაცია: ბავშვებო, თუ ბარონი მიუნჰაუზენი ამბობს, რომ ყუმბარაზე ამხედრებული დაფრინავდა, ესე იგი ასეც იყო. იცით თუ არა, რომ ყველაზე მართალი ადამიანი დედამიწაზე ნამდვილად არსებობდა? დიახ, ბარონი მიუნჰაუზენი ნამდვილად ცხოვრობდა მე-18 საუკუნის გერმანიაში. ის მდიდარი ოჯახიდან იყო და ახალგაზრდობაში ერთხანს რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთ-თურქეთის ომშიც მონაწილეობდა. ომის დამთავრების შემდეგ ის გერმანიაში დაბრუნდა.