ანოტაცია: ბეკი ბლუმისა და პასკალ ბიეის „წიგნიერი მგელი“ „დიოგენეს“ თანამედროვე საბავშვო წიგნების სერიის მეორე წიგნია და, ამ სერიის ყველა წიგნის მსგავსად, სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა... “ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული.