ანოტაცია: შვილის ბედნიერებასა და წარმატებაზე მშობლები მისი დაბადებიდანვე ზრუნავენ, რადგან სამომავლო წინსვლას დიდწილად განაპირობებს ის უნარ-ჩვევები, რომელთაც საფუძველი სკოლაში მისვლამდე ეყრება. 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხატვრული ტექსტების შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია, ზუსტად უნდა ითვალისწინებდეს სკოლამდელთა გონებრივ შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იაკობ გოგებაშვილის საბავშვო და საყმაწვილო პრემიის ლაურეატის, მასწავლებელთა ეროვნ