ანოტაცია: XX საუკუნის ფილოსოფოსის, ხელოვნებათმცოდნისა და მთარგმნელის ტიტუს ბურჯჰარდტის ნაშრომი „იბნ არაბის მისტიკური ასტროლოგია“ ქართულად პირველად ითარგმნა.ასტროლოგია მისტიკური ხელოვნებაა. იბნ არაბის "მეცნიერება ვარსკვლავებზე” მოიცავს ასტროლოგიურ და ასტრონომიულ ცოდნას, რომელიც ეგვიპტური, ელინური, ინდური და სპარსული ტრადიციების ღირსეული მემკვიდრეა, და რომელთა საფუძველიც, თავის მხრივ, სინკრეტული ნეოპლატონური და ჰერმეტული ფილოსოფიაა.