ანოტაცია: 10 დეკემბერი. ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღმართულია შვედეთის სახელმწიფო დროშა. დარბაზი სავსეა საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომა. ორკესტრს ნიშანს აძლევს დირიჟორი. შვედეთის მეფე ასრულებს სასიამოვნო მისიას: ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას! ასეა ყოველწლიურად – XX საუკუნის პირველივე წლიდან.ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი.