ანოტაცია: 2022 წლის 24 თებერვალს დილის ექვსი საათიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ხაკისფერ მაისურში, ტაქტიკურ შარვალსა და ქურთუკში ვხედავთ. განადგურების საფრთხის მიუხედავად, ის ბანკოვაზე, უკრაინის დედაქალაქის, კიივის შუაგულში პრეზიდენტის რეზიდენციაში რჩება. ამ შენობის პომპეზური ელფერი სიურრეალისტური გახდა - ფანჯრებზე აფარებულია ქვიშით სავსე ტომრები, დაცვის ბიჭებმა კი კოსტიუმები ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით შეცვალეს.