ანოტაცია: ჭეშმარიტად ამოუწურავია ადამიანური აზროვნების სიმდიდრე. აზროვნების გამოხატვის შთამბეჭდავი ფორმაა აფორიზმი, მაქსიმა – რომლის დამახასიათებელია სიბრძნის მარგალიტების სხარტად გამოხატული ენობრივი ფორმა. სწორედ აფორისტული ფორმით გამოთქმული ჭეშმარიტება აღვიძებს და მიმართავს ჩვენს აზროვნებასა და გრძნობებს იქითკენ, რომ საშუალება მოგვეცეს უფრო ღრმად, ახალი მხრივ შევიმეცნოთ და შევაფასოთ ზოგჯერ თითქოს უკვე ნაცნობი მოვლენები და ცნებები.