ანოტაცია: ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბევრი კარგი მოგონების დაგროვებაა. ყველაფერი დაინგრევა, დაიწვება, დამთავრდება. ყველაფერს მიწა, ცეცხლი ან დრო შთანთქავს. ადამიანი, თვით ადამიანიც კი გაქრება, ადამიანისგან შექმნილ განსხვავებულ და საოცარ მოგონებებს კი დედამიწა იქამდე შეინახავს, სანამ იარსებებს. სიკვდილის წინ თუ გვექნება ის რამდენიმე წამი, საკუთარ წარსულს თვალი რომ გადავავლოთ, ღრმად მწამს, ჩვენი საყვარელი ადამიანები და მათთან გატარებული მნიშვნელოვანი წუთები გაგვახსენდება.