ანოტაცია: კატოს და ტატოს ამბავში ერთი ზაფხულის სახალისო და ფათერაკებით აღსავსე თავგადასავლებზეა - უფროსებს ბავშვობას გვახსენებს, ხოლო ბავშვებისთვის საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია, ასევე შემეცნებითი ხასიათის.კატო და ტატო დეიდაშვილები იყვნენ, თუმცა ყველა და-ძმად თვლიდა, რადგან სულ ერთად იყვნენ. ტატო კატოზე რამდენიმე თვით ადრე დაიბადა, ხოლო როცა ტატოს დეიდას გოგონა შეეძინა, ტატოს პატივსაცემად კატო დაარქვეს. ტატოს ბავშვური ოცნება მეწისქვილეობა იყო, წყლის წისქვილი მალე ალბათ სამუზეუმო ექსპონატი გახდება...