ანოტაცია: წიგნი სწავლასა და სწავლებაზე. წიგნის პირველ ნაწილში რვა წლლის კესანე უშუალოდ და გულწრფელად ჰყვება ნამდვილ ამბებს - თანამედროვე ქალაქელი ბავშვის თვალით დანახულ სოფლის ცხოვრების დეტალებს, დამოკიდებულებას თაობებს შორის, დიდ ოჯახში თანაცხოვრების მხიარულ და სევდიან ამბებს. წიგნის მეორე ნაწილში მარიამი მოგვითხრობს, ერთი მხრივ, თაობათა შორის ყოველდღიური კავშირის მნიშვნელობაზე და, მეორე მხრივ, იმაზე, თუ თამაშითა და თვალსაჩიონოებათა მომარჯვებით როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ბავშვი.