ანოტაცია: გენიალურმა რუსმა კლასიკოსმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ, შეიძლება ითქვას, რომ მწერლობა საბავშვო მოთხრობებით დაიწყო. მისთვის ძალიან ახლობელი იყო ბავშთა სამყარო. ოცი წლისამ თავის სოფელში გახსნა სკოლა გლეხების ბავშვებისთვის, სადაც თავად ასწავლიდა. ტოლსტოის თანამედროვე ბავშვები სწორედ მისი შემოქმედებით იწყებდნენ წერა–კითხვის სწავლას. მწერალი ცდილობდა, ბავშვებისთვის მარტივი ენით, მათი თანატოლების მაგალითზე აეხსნა ადამიანის ცხოვრების არსი და დანიშნულება ამ სამყაროში.