ანოტაცია: ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები ის საფუძველია,რომელსაც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ემყარება. რამდენადაც მდიდარი და მრავალფეროვანია ბავშვის შთაბეჭდილებანი, იმდენად ცხოველმყოფელია მისი გავლენა ბავშვის ფანტაზიაზე, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. ეს კარგად იცოდა პოეტმა და მწერალმა იროდიონ ევდოშვილმა (1873-1916 წწ.), რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში.