ანოტაცია: ბიზანტიის იმპერიის საეკლესიო და სამხედრო ასპარეზზე დაწინაურებული ქართველი და კაბადოკიელი მოღვაწეები მონოგრაფიაში ერთად რომაა წარმოდგენილი შემთხვევითი არაა. მას შემდეგ რაც, ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის ბრძანებით ამოკვეთილ ბეჰისთუნის წარწერაში „კაბადოკიად" (ლამაზი ცხენების ქვეყნად) იწოდა, სიტყვამ -„კაბადოკია" ეთნიკური შინაარსი შეიძინა. იმ დროიდან კაბადოკიელებად იწოდნენ მდ. ჰალისის აღმოსავლეთით, მდ. ევფრატის სათავეებამდე მდებარე ვრცელ ტერიტორიაზე განსახლებული მუშქ/მესხები და შავი ზღვის სამხრეთ