ანოტაცია: დავით მუსხელიშვილის „შრომების“ I ტომში განთავსებულია ფუნდამენტური ნაშრომი „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“, რომელიც თავდაპირველად ორ ტომად გამოიცა, 1977 და 1980 წლებში.მონოგრაფიაში მიმოხილულია, თუ როგორ მიმდინარეობდა და რა შიდა მიზეზებით იყო განპირობებული ქართულ „ქვეყანათა“ კონსოლიდაციის მრავალსაუკუნოვანი პროცესი, რისი შედეგიც ფეოდალური სახელმწიფოს – „საქართველოს“ წარმოქმნა იყო. ნაშრომის პირველ ნაწილში ეს პროცესი განხილულია უძველესი პერიოდიდან V საუკუნის ჩათვლით.