ანოტაცია: ზაზა ჭაიას ნაშრომი ქვემო ქართლის სათავადოთა ისტორიის ციკლის ფარგლებში ამჯერად გურჯირევაზიშვილ-ბარათაშვილთა გვარის ისტორიის სიღრმისეული და საფუძვლიანი კვლევის შედეგს წარმოადგენს. პრობლემის შესწავლისას ავტორი წარმატებით იყენებს სხვადასხვა პირველწყაროებს, მათ შორსი მდიდარ საარქივო მასალასა და ეპიგრაფიულ ძეგლებს, რაც საშუალებას აძლევს სრულყოფილად წარმოაჩინოს საქართველოს ამ ძირძველი რეგიონის გამორჩეული სათავადოს ისტორია.