ანოტაცია: ბიზანტიოლოგია, როგორც ქრისტიანული საუკუნეების ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი მრავალპროფილიანი ფუნდამენტური დარგი, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მუდმივი ყურადღების და კვლევის ობიექტს წარმოადგენს. მოიცავს მასალებს საერთაშორისო კონფერენციისას - „ბიზანტიოლოგია საქართველოში - 3“, რომელიც გაიმართა 2009 წლის 25-30 სექტემბერს თბილისსა და ახალციხეში და დასრულდა ტაო-კლარჯეთში მოგზაურობით, საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სადღეისო მდგომარეობის გაცნობით.