ანოტაცია: წინამდებარე წიგნი კედლის წარწერებზეა. ავტორი ბერლინის ქუჩებში დასეირნობს (1990-2010) და აკვირდება ქალაქში გაფანტულ ფრაზებს, მათ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქცენტებსა და შემდგომ სახეცვლილებებს. მიზნად ისახავს გაიაზროს, თუ რისი თქმა სურდათ ამ მოკლე შეტყობინებების ავტორებს. გივი მარგველაშვილი კედლის წარწერებსაც საკუთარი ფილოსოფიური შეხედულებებიდან გამომდინარე ონტოტექსტოლოგიურ ჭრილში განიხილავს და მათ ინტერპრეტაციას ცდილობს.