ანოტაცია: „აფხაზური რვეულიდან“ გენო კალანდიას – ქართველი პოეტის, ინტელექტუალისა და საზოგადო მოღვაწის – ოდისეაა, ცხოვრების ერთგვარი შეჯამება, რომელიც ბოლო წლებში იქმნებოდა ჩანაწერებისა და დოკუმენტური ნოველების სახით. ფიქრის და მოქმედების, ემოციის და პრაგმატულობის, პოეზიისა და პოლიტიკური საქმიანობის, ოჯახზე ზრუნვისა და ნიმფებთან გატარებული თითოეული წუთის, ტრაგედიებისა და შინაგანი რწმენით დამუხტვის, მეგობრებში დროსტარებისა და სიმარტოვეში თავჩარგვის, ადამიანების დაკარგვისა და...