ანოტაცია: ქართველი მკითხველი არ არის განებივრებული დოკუმენტური პროზის ამ სახეობით: ეპოქის მოწმის მიერ მის თვალწინ მიმდინარე მოვლენების აღწერითა და გააზრებით, რასაც დიდი ხნის შემდეგ აღდგენილ და შესწავლილ ისტორიასთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ უამრავ მრავლისმეტყველ, ცოცხალ ცხოვრებისეულ ნიუანსს გვინარჩუნებს.ჩანაწერები მოგვითხრობს აგრეთვე იმ გარდატეხაზე, რაც უშუალოდ მწერლის ცხოვრებაში ხდებოდა, როცა გერმანიაში დაბადებულ ავტორს მრავალი წლის შემდეგ იქ დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.