ანოტაცია: გელა ჩარკვიანის „გაუგე“ პირველი წიგნია, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცემა.ის წლების განმავლობაში იწერებოდა და გელა ჩარკვიანის ბიოგრაფიასავით მრავალფეროვანი და საინტერესოა.აქ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოსვლებთან ერთად, ყოველდღიურ ჩანაწერებსაც შევხვდებით.„გაუგე“ ის კოდური სიტყვაა, რომელიც გელა ჩარკვიანის, როგორც მწერლის, პოზიციას ზუსტად მიემართება. გაგება, მიღება და გაზიარება – ადამიანთა გასხვავებულობების, ეპოქალური განწყობების,ინდივიდის პასუხისმგებლობისა სამშობლოს და სამყაროს წინაშე.