ანოტაცია: ინიციაციები - საკაცობრიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ფენომენი, რაზეც ეს წიგნი მოგვითხრობს, ისეთივე ძველია როგორც თავად კაცობრიობა. აქაც, ისევე როგორც დანარჩენ ნაშრომებში, სახელგანთქმული რელიგიათმცოდნე და ანთროპოლოგი მირჩა ელიადე გვთავაზობს არქაულ კულტურებსა და მაღალ ცივილიზაციებში დაცული ინიციაციებისა და მასთან დაკავშირებული რიტუალების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების წარმოჩენის ფართო ჰორიზონტს და მისთვის დამახასიათებელ ძალიან ღრმა, კომპარატივისტულ, ინტერპრეტაციულ ანალიზს.