ანოტაცია: ამ წიგნში მოთხრობილია ტროას ომის შემდგომი ამბები; საინტერესოა, რა შეემთხვათ, რა ბედი ეწიათ მის მონაწილეებს. ტროას ომის შემდეგ ყველა გამარჯვებულმა როდი შეძლო მშობლიურ კერას დაბრუნებოდა - ზოგიერთის ხომალდი ქარიშხალმა იმსხვერპლა და ზღვამ შთანთქა, ზოგიერთმა უვნებლად მიაღწია ნაპირს და სიცოცხლე შინ მშვიდობით გალია, ზოგიერთისთვის დაბრუნება ომზე უფრო საბედისწერო აღმოჩნდა. ამასთანავე გაეცნობით რომაულ ფსევდომითოლოგიას ანუ ძველი რომაელების მითოლოგიას.