ანოტაცია: სადღეისოდ ცნობილი ძველაღმოსავლური „დღიურებიდან“ ყველაზე უფრო ადრენდელია ხეთური სამეფო „დღიურები“. ხეთებმა სამეფოს დაარსებისთანავე მესოპოტამიიდან შეითვისეს დამწერლობაცა და ისტორიულ-დოკუმენტური და ლიტერატურული თხზულებების წერის კულტურაც. ამასთანავე, მათ შექმენს საკუთარი ისტორიოგრაფიული ტრადიციებიც. თავისებურება ყველაზე მკაფიოდ სწორედ სამეფო „დღიურებში“ გამოვლინდა.