ანოტაცია: ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.ამ ასაკში ბავშვს ფერთა გრადაციების აღქმა უჭირს, თუმცა, მკაფიოდ აღიქვამს და ერთმანეთისგან განარჩევს შავ-თეთრ ილუსტრაციებს. ამიტომ ახალშობილებში შავ-თეთრი, იოლად აღსაქმელი, მარტივი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნები აღძრავს ინტერესს.