ანოტაცია: “სინაზით სავსე ეს მშვენიერი წიგნი ვერც ერთ დედას
ვერ დატოვებს გულგრილს.”
მასში იმ სითბოსა და გულწრფელ სიყვარულზეა მოთხრობილი,
დედასა და შვილს რომ აკავშირებს. ეს გრძნობა ხომ ასე
ნაცნობია – დილას ჩახუტებისას თუ საღამოს ძილისპირულის
მოსასმენად მოკალათებისას იმის შეგრძნება, რომ თქვენი პატარა
თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობს.
ისიამოვნეთ ყველაზე ნათელი გრძნობის, დედობრივი სიყვარულის,
განცდით ამ მომხიბლავ წიგნთან ერთად!