ანოტაცია: წინამდებარე ნაშრომში განხილულია ამირანის თქმულების ის ფრაგმენტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ორგანულად უკავშირდებიან თქმულების ძირითად შინაარსს. ეს ფრაგმენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი ტექსტებიდანაა ამოკრებილი. თქმულების შინნაარსის გადმოცემისას მაქსიმალურადაა შენარჩუნებული იმ ფოლკლორული მასალის სტილი, რომლის მოპოვებაც მთხრობელთაგან მოხდა. ამიტომაც თხრობაში ზოგჯერ სხვადასხვა დიალექტი ვლინდება.