ანოტაცია: ვოლფგანგ ჰერნდორფის რომანი „ჩიკი“ ოჯახის, სკოლისა და საზოგადოებისგან გარიყული ორი მოზარდის შესახებ მოგვითხრობს. მაიკ კლინგენბერგს სკოლაში ვერავინ ამჩნევს. არც მაგარია, არც პოპულარული. უბრალოდ – არის, სანამ ზაფხულის არდადეგების პირველ დღეს მის სახლს მოპარული თუ ნათხოვარი „ლადით“ ჩიკი, უცნაური და თავნება თანაკლასელი, არ მოადგება და ერთმანეთისთვის თითქმის უცხო ბიჭები გზას არ დაადგებიან. არც ზუსტი გეგმა აქვთ, არც რუკა, არც ნებართვა და არც მიზანი.