ანოტაცია: იტალიელი მწერლის ალესანდრო დ’ავენიას რომანი „რძესავით თეთრი, სისხლივით წითელი“ ერთგვარი რეცეპტების კრებულია, როგორც მოზარდებისთვის, ასევე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ნაწარმოები სწორედ მოზარდობის ქარიშხლიან პერიოდს ეხება და ცდილობს, ამ ასაკის აფორიაქებულ სულებს დახმარების ხელი გაუწოდოს, წყვდიადით მოცული საკითხები გაუნათოს, სული დაუმშვიდოს, ცხოვრების არსი და აზრი დაანახვოს, საკუთარი თავის რწმენა ჩაუსახოს, რათა იყვნენ ისინი, ვინც არიან;იყვნენ თავისუფალნი და ჰქონდეთ ოცნება, როგორც გზამკვლევი