ანოტაცია: სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგონა შეყვარებულმა მოკლა და ჩადენილის აღიარების შემდგომ თავი მოიკლა. საქმე დაიხურა. პატარა ქალაქმა დაიჯერა, რომ ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მართლაც ისე მოხდა ყველაფერი, როგორც გამოძიებამ „დაადგინა“? პატარა ქალაქში ამის მხოლოდ ერთ გოგონას არ სჯერა. ამიტომაც სკოლის დამამთავრებელი საკვალიფიკაციო პროექტის თემად ეს ამბავი აირჩია და არც შემცდარა, თუმცა ამ ტრაგედიის ბნელი საიდუმლოების გახსნა თურმე ბევრს არ აძლევდა ხელს...