ანოტაცია: არც მაგარი ბიჭი ვიყავი, არც დიდად ნიჭიერი, არც ქუჩის ბიჭი, რომ ვინმეს ყურადღება მიმექცია. ჩემს არსებობას ვერავინ ამჩნევდა. მაგრამ მისტერ ნარინჯისფერმა ყველაფერი შეცვალა“. თექვსმეტი წლის მარლონმა დედას პირობა მისცა, რომ ძმის, ანდრეს არჩეულ მცდარ გზას არ დაადგებოდა. პირობას იოლად ასრულებს, სანამ პაემანზე ტრაგედია არ მოხდება და მარლონზე ნადირობას არ დაიწყებენ. უცნობები იდუმალებით მოცულ მისტერ ნარინჯისფერს ეძებენ და მის საპოვნელად მარლონის გამოყენებას აპირებენ.