ანოტაცია: 5 სექტემბრის შუაღამით მატეო ტორესსა და რუფუს ემეტერიოს „სიკვდილის უწყება“ ურეკავს და ცუდ ამბავს ატყობინებს: ისინი დღეს მოკვდებია. მატეო და რუფუსი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები არიან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ბოლო დღისთვის მეგობარს ეძებენ. კარგი ამბავი: საამისოდ ერთი აპლიკაცია არსებობს და მას „უკანასკნელი მეგობარი“ ჰქვია. მისის საშუალებით მატეო და რუფუსი სადაცაა ერთმანეთს შეხვდებიან და მთელი ცხოვრების ერთ დღეში მოსასწრებად უკანასკნელ, დიდ მოგზაურობას დაიწყებენ.